ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

პირდაპირ ეთერში 2 ჟურნალისტი მოკლეს (ვიდეო)

რადიოს პირდაპირი ეთერის დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს, რის შემდეგაც სამი ადამიანი დააკავეს. ფაქტი დომინიკის რესპუბლიკაში მოხდა”. – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

9e4283

წამყვანმა ლუისა მანუელა მედინამ სროლისა და ქალების ყვირილის ხმა გაიგო. მომხდარის შედეგად იგი გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად ასევე დომინიკის რადიო 103 FM-ის პროდიუსერი, ლეო მარტინესი დაიღუპა.
კიდევ ერთი ქალბატონი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის განცხადებით, თავდასხმის მოტივი უცნობია.BBC-ის ცნობით, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევა 2015 წელს ვირჯინიის შტატშიც მოხდა, სადაც ორი ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს.

 

https://youtu.be/FaWZ7-sYu8I

 

იტვირთბა....