თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა ტელეკომპანია “იმედთან”, ნიკა გვარამიას ვერსიისგან განსხვავებული ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებში 4 პირი მონაწილეობდა.
“პირს, რომელიც ოფიციალურად სუსის ოფიციალური თანამშრომელი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს სუსში და სახელმწიფო სტრუქტურებში. ამ ეტაპზე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ მის დასახელებას, იმიტომ რომ მარტო ეს არ იყო, კიდევ იყო მეოთხე ადამიანიც და იქ სულ სხვა საუბარი იყო.
აბსოლუტურად ყალბია ის, თითქოს ავთენტურობა დაადგინეს. იქ მსგავსი დაწყობილ დალაგებული საუბარი არ ყოფილა, ესეც სახელმწიფოს გაკეთებულია, აბსოლუტურად სხვა კონტექსტი და სხვა საუბარი იყო იქ” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერის ავთენტურობა შსს-მ დაადასტურა. როგორც გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერი დამონტაჟებულია, რადგან მასში სამი პირი მონაწილეობდა.