ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

„თუ დამაკავებენ, ტელეკომპანიას ჩემ მაგივრად უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი“

„ჩვენ, „რუსთავი 2-ელებმა“ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება –  კვირას, 3-ის ნახევარზე  ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე. ვიდგებით ყველანი როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას“- ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსთავი 2-ის“ თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და ჩვენ გადამწყვეტი ბრძოლისკენ ვემზადებით. ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენაა მიმართული. ამიტომ, ჩვენ „რუსთავეი 2-ელებმა“ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, კვირას, 3 -ის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე. ვიდგებით ყველანი როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, უფლებების დაცვას, იმას რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით, იმას, რაც მოგვანიჭა საქართველოს სახელმწიფომ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი, ვინც აქ ვმუშობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია „რუსთავი 2“. მე აუცილებლად ვიდგები ამ მიტინგზე და თუ ხელისუფება გააკეთებს ისე, რომ მე არ ვიდგე, ეს აქცია მაინც ჩატარდება ყველასთან ერთად, ჩემი გამოკლებით“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან განმარტება გააკეთა იმ აუდიოჩანაწერზე, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ მასსა და მამუკა ახვლედიანს შორის და რომლის ავთენტურობაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ჩანაწერი არის მის მიერ გაკეთებული, სადაც ფიგურირებს სამი ადამიანი. მესამე პირის ვინაობას კი ის არ ასახელებს. მისი თქმით, ის თანხა, სწორედ ამ მესამე პირს აბსოლუტურად სხვა თემასთან დაკავშირებით შესათავაზა.

„ფიგურანტი არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს, და მას ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, –  „რუსთავი 2-ის“ ვალებზე. ის იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე, იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. მე ეს ჩვენება პროკურატურას მივეცი. ის მესაუბრება, როგორ აპირებს ხელისუფლება ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ჩვენი ვალების მეშვეობით, რომელიც დამხვდა „რუსთავი 2-ში“.

რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, რა ვუთხარი მე  მას, ძალიან კარგად არის ცნობილი. თუ ვინმემ არ იცის, განვუმარტავ, რომ არის ცნება ადამიანის, რომელიც ამხელს სისტემას შიგნიდან. როცა სასამართლოს თავმჯდომარე გვხდება, ცხადია, რომ მისგან ელოდები სენსაციურ და მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამიტომაც გადავწყვიტე ჩამეწერა ეს საუბარი, რომ მტკიცებულება მქონოდა. მე მამუკა ახვლედიანს რა თქმა უდნა ვუთხარი, რომ თუ მისთვის ცნობილია კორუფციული გარიგებაზე ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, ესაუბრა ხმამაღლა და ჩვენ დავიცავდით მის უსაფრთხოებას. მაგრამ პასუხი იყო ბატონი ახვლედიანის, რომ არაფერი იყო მისთვის ცნობილი და ის მესაუბრა სასამართლოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

ის უკანონოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის რომ აღადგინონ. ქრთამი რომ შევთავაზო ადამიანს, მისგან რაიმე სარგებელს უნდა ველოდო“- განაცხადა გვარამიამ.

როგორც „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტრომა ბრიფინგზე თქვა, ეს საუბარი დამონტაჯებულია და ამის შესახებ იცის ყველა იმ პირმა, რომელთაც ჩანაწერი მოისმინეს.

„დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ დაამყარა კიდევ ერტი ანტირეკორდი. მან მოსპო ობიექტური და მიუკერძოებელი ექსპერტიზის შესაძლებლობაც. ანუ მთელი ეს ორგანოები არის ხელისუფლების ხელში. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ექსპერტიზის სამსახურმა უკვე მოახდინა გაყალბება“- განაცხადა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს საქმე, დღევანდელი ეს განცხადებები არ ეხება მხოლოდ მოსამართლეების დაშინებას. ეს ეხება საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, სადაც ხელსუფლებას აქვს უმძიმესი პრობლემა – ეკლესიის საქმეებში უხეში და დანაშაულებრივი ჩარევის.

„ამას „რუსთავი 2“ უკვე ორი დღეა ამხელს. ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაფარვასაც ცდლობენ. ხელისუფლება ჩაბმულია ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაში. არ გამოვა ამ ყველაფრის გადაფარვა. უმძიმეს მდგომარეობაში ხართ ორივე საქმესთან დაკავირებით. ღვთის წყალობით პატრიარქი თავს გრძნობს კარგად და მთავარი გასაღები აქვს მას“- განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას დააკავებენ, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი.

„თუ მე დამაკავებენ, მე მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას ჩემ მაგივრად უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი. რომელიც ჩემზე არანაკლებ პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე ამ ტელეკომპანიის“- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩანაწერი, რომელიც ახვლედიანსა და გვარამიას შორის შედგა,  შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ავთენტურია, – ინფორმაციას ამის შესახე შსს ადასტურებს.  ჩანაწერის მიხედვით გვარამია ახვლედიანს 6 მილიონ ლარს ჰპირდებოდა.

“რუსთავი 2”-ის  გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში დღეს საღამოს 6 საათზეა დაბარებული.

იტვირთბა....