მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ეხმაურება. მეუფე პეტრე ცანავამ გუშინ მედიის საშუალბით სამინიტროს მოუწოდა, რომ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. კახიშვილის უწყებიდან მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და ამბობენ, რომ მამალაძის უფლებები და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.