ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობის დამტკიცების შემდეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. ახლა, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონ მამუკა ახვლედიანის შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ, მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით.

გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში.

დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფიცული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

იმედი მაქვს ასევე, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, რეალურად აქვს თუ არა ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის შემთხვევას, ვინაიდან თანხები, რომელიც მის განკარგვაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია”, – განაცხადა თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერი ავთენტურია. ფარულ ჩანაწერში ნიკა გვარამია ახვლედიანს 6 მილიონიდან წილს სთავაზობს.

ნიკა გვარამია 15:00 საათზე ბრიფინგს მართავს.

იტვირთბა....