ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„ეს არის ავადმყოფი ადამიანების გაკეთებული“: ახვლედიანი „მეტრონომთან“ ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს

მამუკა ახვლედიანი „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროკურატურას, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, დასაკითხად არ დაუბარებია. მისი თქმით, გამოძიება კომპიუტერიდან ჩანაწერის მოპარვაზე მიმდინარეობს და ახვლედიანი გაკვივრებას გამოთქვამს რა ავთენტურეობის დადგენაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია დღეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ჩანაწერი, რომელიც ახვლედიანსა და გვარამიას შორის შედგა, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ავთენტურია. შეგახსენებთ, რომ ამ ჩანაწერში გვარამია-ახვლედიანის  6 მილიონიდან წილს ჰპირდება.

“რუსთავი 2”-ის  გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში დღეს საღამოს 6 საათზეა დაბარებული.

ახვლედიანი ადასტურებს, რომ გვარამიას ბევრჯერ შეხვედრია, თუმცა გასაკვირს ამაში ვერაფერს ხედავს. მისი განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი შოთაძესაც შეხვედრია და კონკრეტულ საქმეებზე უსაუბრიათ, თუმცა ამის შესახებ გამოძიება არვის დაუწყია.

„ხელისუფლებსიგან ძალიან მიკვირს რა ავთენტურობას ადგენს. ვინმემ უარყო, რომ ეს საუბრი არ შემდგარა? მე თავად მქონდა ეს აუდიო ჩანაწერი გაგზავნილი და მის ავთენტურობას მე თავად დავადგენდი. ეს ხალხი ფულს რაზე ხარჯავს? სუფრაზე და მეგობრებთან მე რა ვილაპარაკე ვისი რა საქმეა? გამოძიება ამ ჩანაწერის კომპიუტერიდან მოპარვაზე და უკანონო გავრცელებაზე მიდის.

დააგინეს ვინ მოიპარა და გაავრცელა? რა ავთენტურობას ადგენს ეს ხალხი? შეიძლება ვინმემ გამაგებინოს? ეს არის ავადმყოფი ადამიანების გაკეთებული. პროკურატურაში ამიტომაც ვერ დამიბარეს. ქართული საზოგადოება მართლა ღირსია, ადამიანმა ფული აიღოს და გაყიდოს. სიმართლის ამ ხალხს არ სჯერა და მოტყუებას მართლა იმსახურებენ“ – ამბობს „მეტრონომთან“ ახვლედიანი.

იტვირთბა....