ტაივანში ავტობუსის ავარიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსი ბორდიურს შეეჯახა და სავალი ნაწილიდან გადავარდა, – ამის შესახებ BBC იუწყება.
ავტობუსში 44 მგზავრი იმყოფებოდა და ის ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოს ეკუთვნოდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ქალაქის ოფიციალური პირების განმარტებით, ავტობუსი შესაძლოა მაღალი სიჩქარის გამო გადაბრუნდა. მათი თქმით, ავარია ისეთი ძლიერი იყო, რომ ავტობუსმა ფორმა შეიცვალა და განადგურდა.