ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თვითონ ჩადო თუ ვიღაცამ ჩაუდო?”

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და წაყენებულ ბრალდების ირგვლივ, სასულიერო პირების ნაწილი არსებულ კითხვებზე საუბრობენ.  რუსთველ მიტროპოლიტ მეუფე იოანეს თქმით, ბევრი რამე საქმეში ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მათ შორის ისიც, როგორ აღმოჩნდა საწამლავი მამა გიორგი მამალაძის ჩანთაში. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანს ბრალი მანამდე დავდოთ, სანამ ეს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ არის. მისი აზრით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მამალაძის საქმის ირგვლივ, უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია.

„არსებობს ელემენტარული ნორმა, უდანაშაულობის პრეზუმცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რას დაადგენს, ამიტომ ამის გარეშე ჩვენ რაიმე ბრალის წაყენება ან გამართლება არ შეგვიძლია. საფუძველი არ გვაქვს, რომ ვთქვათ ან “ხო”, ან “არა”. გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე პირადად ამ ადამიანს  ახლოს არ ვიცნობ, გამიგია, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ, უშუალო ურთიერთობა არ მქონია. სამქეში ბევრი კითხვები არსებობს.

მის ჩემოდანში თუ ჩანთაში  საკმაოდ ძლიერი შხამის, კალიუმის ციანიდის აღმოჩენა იმდენად მოულოდნელია, რომ გაკვირვებულები ვართ.  რატომ უნდა ჰქონოდა ეს და რა მიზნებს ემსახურება, ვერ გეტყვით. ვინ ჩადო, თვითონ ჩადო თუ ვიღაცამ ჩაუდო? აქ უამრავი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხი, ალბათ, გამოძიებამ უნდა გასცეს,“ – აცხადებს მეუფე იოანე.

 

იტვირთბა....