ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პრეზიდენტი გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასულიერო პირის დაკავების საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

„შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

იტვირთბა....