თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 16 წლის ბიჭი მოკლეს. როგორც წინასწარი ინფორმაციით ირკვევა, არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ, ე.წ. “სპიცით” მიაყენეს. ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინფო 9 ავრცელებს.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფაქტი დაუდასტურეს. მათი თქმით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ორი პირი.