https://www.youtube.com/watch?v=8rFYqmvnPE0
თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე 13 პირია დაკავებული.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით მერიაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა. ამას მოჰყვა დაპირისპირება მერიის დაცვის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციაზე პოლიციამ 13 მონაწილე დააკავა.