ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე დიმიტრი: „სამართალდამცავ ორგანოებს ვენდობით და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ“

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე  დიმიტრი  მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მამალაძის დაკავებასა და ბრალის შესახებ  პროკურატურის პრესკომფერენციიდან შეიტყო. ის სამართალდამცავ ორგანოებს ენდობა და გამოძიების გადაწყვეტილებას აღიარებს.

ხოლო რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სოსო ოხანაშვილს, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ის ბერლინში იმყოფება და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს.

“გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, რომლიც პროკურატურის მხრიდან იქნა განცხადებული. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს ვენდობით, გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ.

რაც შეეხება უწმინდესის დაცვის სამსახურის უფროსს, ის ამჟამად ბერლინში იმყოფება და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს,” – განუცხადა რუსთავი 2-ს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ბერლინში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, რომლსაც პროკურატურა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

 

იტვირთბა....