ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

აქცია დასრულდა: დაკავებულია 10 პირი

მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დედაქალაქის მერიის შენობასთან, სადაც აქცია იმართება.  როგორც ცნობილია, აქციის 10-მდე მონაწილეა დაკავებული, თუმცა სად მოხდა დაკავებულების გადაყვანა,  ჯერ-ჯერობით უცნობია.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება  მერიის შენობასთან ჩოხელის გამოჩენას მოყვა, რომლიც“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სუს-ის უფროსის მოადგილის, ალეკო ტაბატაძის მეგობარია.

დეპუტატის განცხადებით, ზვიად ჩოხელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთი არა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს, არამედ მას ეკუთვნის, სიცრუეა და მას ხელისუფლება იყენებს.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ჩოხელი ლევან გვაზავას მეგობარიცაა, ის გვაზავას სახლშია ჩაწერილი.

მელიას განცხადებით, თბილისის მერიასთან აქცია ამ ჯერად დასრულდა და მისი გაგრძელების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ.

იტვირთბა....