https://www.youtube.com/watch?v=AhgrpzENESM
მერიის წინ, აქციის მონაწილეები დააკავეს. საპატრულო ეკიპაჟმა აქციის რამდენიმე წევრი წაიყვანა. “მეტრონომის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მერიის წინ არეულობაა.
შეგახსენებთ, რომ მერიის წინ აქცია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის სახით მილიონის გადაცემასთან დაკავშირებით გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა თბილისის მერთან შეხვედრა და ამ თემაზე პასუხის მიღება იყო. მერიის შენობას პოლიცია იცავს, რადგან აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა სცადეს.