ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“არ შევწყვეტთ აქციებს, სანამ მერი არ შეგვხდება და გვეტყვის, რის საფუძველზე გადასცა მოსამართლის ძმას ამხელა კომპენსაცია”

მერიის წინ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომელბიც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის სახით მილიონის გადაცემას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა თბილისის მერთან შეხვედრა და ამ თემაზე პასუხის მიღება. მერიის შენობას პოლიცია იცავს, რადგან აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა სცადეს.
აქციის მონაწილე, საინიციატივო საბჭოს წევრი, გია თორთლაძე:  “აბსოლუტურად არაჯანსაღი სიტუაციაა ქალაქში, როცა ასობით მოქალაქე თხოულობს მერთან შეხვედრას და პასუხი არ არის. იმაზეც შევთანხმდით, რომ რამდენიმე წარმომადგენელი შევა, საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები შევალთ. არც ამაზე თანხმდება და ჩემი ინფორმაციით, გაიპარა უკვე. ეს არის ჩვენი ქალაქის სამარცხვინო მერი, რომელმაც ნახევარზე მეტი ბიუჯეტი დაარიგა, შეჭამა და საზოგადოებამ თურმე მის დაკეტილ კარებს უნდა უყუროს. მოქალაქეებისგან მერიას პოლიცია იცავს. ჩვენ არ შევწყვეტთ აქციებს, სანამ ან მერი არ გადადგება, ან არ შეგვხდება და გვეტყვის, რის საფუძველზე გადასცა მოსამართლის ძმას ამხელა კომპენსაცია. “-განუცხადა “მეტრონომს” თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმამ 13 ივნისის სტიქიის ზონაში მოხვედრილი მიწის გამო მილიონიანი კომპენსაცია მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ეს თაღლითობა და კორუფციაა.

იტვირთბა....