გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მგზავრთა კონტროლისა და ბარგის განყოფილებაში გაურკვეველი ნივთიერება გამოიფრქვა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მედიაში გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა უმეტესობა ხველას და თვალების წვას უჩივის. მიმდინარეობს მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა.
მომხდართან დაკავშირებით, აეროპორტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აეროპორტმა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტა და ხალხის ევაკუაცია განახორცილა. ამ დროისთვის აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.