ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოპოზიცია მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის გამოძიებას ითხოვს

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მრავალმილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები. ისინი საქმეში გამოვლენილ კიდევ ახალ გარემოებებზე მიუთითებენ. გუშინ გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, ზვიად ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწის საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, მაშინ როცა მერიის მტკიცებით გადაცემული მიწის ღირებულება 500 ათას ლარს არ აღემატებოდა.

„იმ მიწის რეალური ფასი, რომელიც ნაზღაიძეს გადასცეს გარდა საბანკო ვალდებულებებისა და გარდა პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა, მხოლოდ მიწის ნაკვეთი დაახლოებით 2,5 მილიონი, 3 მილიონამდე თანხის ღირებულებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება კორუფციული სქემით თანხის გადამისამართება ნაზღაიძის მიმართულებით, მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, აქ კითხვის ნიშნებიც აღარ ჩნდება, რომ ნაზღაიძე დაასაჩუქრეს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მან “რუსთავი 2-თან” მიმართებაში მიიღო,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარინა დათუკიშვილი.

საკრებულოს ოპოზიცია იმ დოკუმენტის გაბათილებას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც “რუსთავი 2-ის” საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმას მიწის ნაკვეთი გადაეცა.

 

იტვირთბა....