საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებმა 2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.
ამავე ქვეჯგუფში, კიდევ ერთი შეხვედრა, გერმანიასა და რუმინეთს შორის, გერმანელთა გამარჯვებით, 41:38 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას, ქართველი „ბორჯღალოსნები“ სწორედ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოში, რუსთავში, 19 თებერვალს გამართავენ.
გერმანიასთან გასამართი მატჩი, საქართველოს ნაკრების წევრისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რიგით მეასე იქნება.