ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუპერმარკეტ “ფურშეტის” ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

სუპერმარკეტების ქსელ “ფურშეტის” ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ორი თვის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვიდრე სუპერმარკეტების ქსელი დაიხურებოდა, იქამდე 2 თვე იმუშავეს, თუმცა აღნიშნული თვეების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. 

გარდა ამისა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ გადასახდელი აქვთ საბანკო კრედიტები და სხვა ვალდებულებები, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და სასამართლოში გეგმავენ სარჩელის შეტანას.

იტვირთბა....