ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„ახალი თანამშრომლების კვალიფიკაცია 6 თვეში ერთხელ შემოწმდება“

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე ამბობს, რომ ტელევიზიის ახალი თანამშრომლების ტესტირება და გადამოწმება 6 თვეში ერთხელ მოხდება.

ეს იქნება კვალიფიკაციის შემოწმების ახალი გეგმა და კრიტერიუმი, რის საფუძველზეც დადგინდება ტელევიზიის თანამშრომელი დაკავებულ პოზიციას კვალიფიკაციით შეესაბამება თუ არა.

“კვალიფიკაციის შემოწმება არის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, რის შედეგადაც დადგინდება  ჩვენს ნიუსრუმში ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თავისი კვალიფიკაციით  ახალ კონცეფციას სრულად შეესაბამებიან.

როდესაც გაირკვევა რამდენი ადამიანი გვჭირდება, რა კვალიფიკაციის და რა პოზიციაზე, ამის შემდეგ კონკურსი გამოცხადდება, რომელიც ყველასთვის ღია იქნება. დღევანდელ კონცეფციაში უკვე წერია, რომ ექვს თვეში ერთხელ მოხდება ახალი თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმება”, – განაცხადა ანთაძემ.

იტვირთბა....