ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ უსმენს დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრებს, რომლიც მედიაში ჟონავს

The Hill-ი Forbes-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ  დონალდ ტრამპის მსოფლიო ლიდერებთან საუბრის შინაარსი გარეთ ჟონავს. თეთრი სახლი პირობას დებს, რომ გამოძიებული იქნება თუ როგორ გაჟონა ინფორმაციამ ტრამპის მსოფლი ლიდერებთნ სატალეფონო საუბრის შინაარსის შესახებ.

”ვერკვევით სიტუაციაში და ვცდილობთ გავიგოთ, როგორ მოხდა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ზოგიერთი სატალეფონო საუბრის შინაარსი მედიისთვის ცნობილი გახდა.  გაჟონილი ინფორმციიდან ზოგი ისეთია, რომ მათი გასაჯაროება ბევრი კანონის და პროტოკოლის პირდაპირი დარღვევაა” – აცხადებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი შონ სპაისერი, რომელიც აღნიშნავს რომ შექმნილ ვითრებას პრეზიდენტი ძალიან განიცდის.

ახალი სკანდალის მიზეზი კი მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა რომლის მიხედვითაც, 28 იანვარს, პუტინთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაზე საუბრისას საუბარი შეწვიტა იმისთვის, რომ მრჩველებისთვის დოკუმენტის შინაარსი ეკითხა – პაუზის შემდეგ კი რუს კოლეგას განუცხადა, რომ ხელშეკრულება მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით არის გაფორმებული და ის ვაშინგტონს არ აწყობს.

”საქმე ის არ არის რომ მან არ იცოდა რაზეა შეთანხმება, მას უბრალოდ სურდა გაეგო მრჩველების აზრი, ეს საერთდ სხვა რამეა” – განაცხადა ინფორმაციის კომენტირებისას შონ სპაისერმა.

იტვირთბა....