შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ საკუთარ ელექტრონულ ბაზაში აღმოაჩინეს საწარმო, რომელიც რეგულარულად წერდა სასაქონლო ზედნადებებს, სავარაუდოდ, არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ კომპანიის მიერ სულ გამოწერილია 8 865 ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება 3 195 740 ლარია. საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
“შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. შესაბამისად, გამოიკვეთა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, თუმცა, ფიზიკურმა პირმა უარყო სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტი,” – აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.