ტელეკომპანია რუსთავი2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძე, რომელის ოჯახის წევრის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი ჩაირიცხა, მოსამართლე ცილისწამებას უწოდებს,
,,ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა განცხადება, ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება არის ცრუ ბრალდება და ცილისწამება, რომელიც მიზნად ისახავს და აშკარაა, რომ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემი როგორც მოსამათლის და რუსთავი2-ის საქმის განხილველი კოლეგიური შემადგენლობის ერთ ერთი წევრის დისკრედიტაციას. სტუმრად იმყოფებოდნენ ჩემთან “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები, რომელთაც ჩემმა ძმამ ზვიად ნაზღაიძემ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია და უთხრა, რომ მტკიცებულებები ხელთ ექნებოდა ორი დღის განმავლობაში.”-აცხადებს ნაზღაიძე ,,იმედთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა P.შ-ში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვით “რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, ირკვევა, რომ მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა რამდენიმე დღის წინ გადაუფორმა. 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათას დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.