ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, აუდიტორია 115-ის სტუდენტები და რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები იღებენ. მათი მოთხოვნაა, ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის იდეა, მაუწყებელზე გადაცემები ერთი წლით შეჩერდეს, ბორდმა არ მიიღოს. ამ წუთებში აუდიტორია 115-ის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელის შენობაში შეიჭრნენ და ხუთ წუთიან პირდაპირ ეთერს ითხოვენ, რათა, როგორც თავად აღნიშნავენ, “დაჩაგრულ მაყურებელს ხმა მიაწვდინონ”. “მეტრონომის” კორესპონდენტი ადგილიდან მიმდინარე მოვლენებს გვაწვდის.
იტვირთბა....