სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები გაზრდილია:
“ყველაზე სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებები, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან, არის საკმაოდ ლმობიერი ასეთი დანაშაულის მიმართ. ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ეს არის.
როდესაც ისეთი გადაწყვეტილებები არ დგება, რომ რეალურად დაისაჯოს დამნაშავე, ეს ხელს უწყობს დანაშაულის განმეორებას. ასეთი სურათიც იმიტომ გვაქვს, რომ რეაგირება არაა საკმარისი”, – აცხადებს ომბუდსმენი.