რუსთავში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მითვისებას ცდილობდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გამყიდველს უცნობმა კაცმა უთხრა, რომ კომპანიის წარმომადგენელია იყო და აპარატი შესაკეთებლად მიჰქონდა. შესაბამისად, მან აპარატი მაღაზიის მეპატრონის თანხმობით წაიღო. თვითმხილველების თქმით, მას გარეთ ორი კაცი ელოდებოდა.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.