მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით მართველი გუნდი საკუთარ წინადადებებს მიმდინარე კვირის სესიაზე წარადგენს.
“იქნება სამი გასაღები, ერთი სუსის დაქვემდებარებულ სიპში, მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, მესამე კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, რომელიც მხოლოდ კონტრადაზვერვის შემთხვევაში ჩაერთვება. დამოუკიდებელი სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ- მინისტრი, ხოლო მასზე კონტროლს 5 უწყება განახორციელებს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობოების შემოთავაზება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი მარტის ბოლომდე უნდა შეცვალოს.