მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა საზოადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამედროვე და საინტერესო ტელევიზიად ჩამოყალიბდება.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერსებულია, საქართველოს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესამაბისი დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰყავდეს. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. გვინდა, რომ მაუწყებელი ჭეშმარიტად საზოგადეობრივი ინტერესების გამომხატველი ტელევიზია იყოს.
მივესალმებით საზოგადეობრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს. მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი იყოს. დარწმუნებული ვართ და გვინდა იმედი გვქონდეს, რომ პროცესები ცივილურად წარიმართება და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს, რომელიც ამის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ 6 თებერვალს, ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა. სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა დროებით, 2018 წლამდე შეჩერდება.
აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი საჯარო განხილვებს იწყებენ.