https://www.youtube.com/watch?v=_QRh9vMWB5g
შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ „ნანუკას შოუში“ ტრაგიკული ღამის დეტალები გაიხსენა და ისაუბრა აქამდე უცნობ დეტალებზე თავის ქმართან დაკავშირებით.
მაგდა პაპიძე: მე სასამართლო სხდომა არ დამიხურავს. ჟურნალისტები აფიშირებას აკეთებდნენ მხოლოდ უარყოფითის. ჩემი ადვოკატებიც იყვნენ ძალიან დიდ წნეხში. 2015-2016 წლებში რომელი მკვლელობები გააშუქეს ასე. მაგდას და ომარს (ქმარი) არასოდეს არ ჰქონიათ არც გენდერული პრობლემები, არც გაურკვევლობები და არც სიყვარულის მინიმალური დანაკლისი, მოწმეთა უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ მაგდას და ომარს უყვარდათ ერთმანეთი. 18 დეკემბერს ომარი სახლში მოვიდა და მე ვითხოვდი მისი დანარეკის ამოღებას. არ თქვათ, რომ საქართველოში არ ისმინება ხალხო, ტელეფონი, ეს ტყუილია და რასაც უნდათ, იმას უსმენენ. ომარმა მე შუადღეს დამირეკა და შუადღეს მოვუმზადე კარტოფილი. ძალიან თბილად მოვიდა, ჩვეულებრივი ოჯახური მდგომარეობა იყო.
იმ დღეს დარეჯან მინდიკაური(დედამთილი) იმიტომ უნდა ყოფილიყო ჩემი ოქროს მოწმე, რომ ჩვენ ვიყავით ერთ ჭერქვეშ იმ საღამოს. ქალმა, რომელმაც წაიკრა ბინძური ნაჭერი შუბლზე, ის მოგეწონათ თქვენ დაზარალებულის მდგომარეობაში, იმიტომ, რომ მაგდა პროცესებზე მოდიოდა მოწესრიგებული, იყო მორალურად ძლიერი, ესე იგი დამნაშავე იყო. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში ფარდა აეხადა სოციალური მდგომარეობის დეგრადაციას. ის, ვინც ამბობს, რომ დედამ შეიძლება შვილი მოკლას და ზოგადად, შვილი არჩიოს პირად ცხოვრებას, ზუსტად ის არის მკვლელი.
მე იმ ღამეს თორნიკე ჩავსვი მანქანაში. თორნიკე საღსალამათი ჩავსვი და რომ შემოვბრუნდი, ომარს მივუბრუნდი. კაცი ფეხზე ვერ დავაყენე. როგორ მოვიხადო ბოდიში. არ მოვიხდი მე ბოდიშს იმისთვის, რომ მკვდარი კაცის ფეხზე აყენებას ვცდილობდი. ომარი როგორც კი დავინახე და ხელი მოვკიდე, მარცხენა ხელი გამისისხლიანდა, ჭრილობაზე როცა მოვკიდე ხელი. ეგრევე ლილისთან(დედამთილი) გავიქეცი. რას ნიშნავს ის, რომ მე მეძინა და დამირეკა დარეჯან მინდიკაურმა(დედამთილი) შუა ღამით, 2 საათზე. რატომ არავინ სვამს კითხვას, რომ არ დაერეკა ამ ქალს, რა მოხდებოდა. რეალურად მე ლილიმ გამაღვიძა.
პირველი თოკუნას(შვილი) დაველაპარაკე და ხელში ავიყვანე. თორნიკე სუნთქავდა, ხელი მხარზე დამადო. შეუძლებელი იყო იმის გააზრება, რომ რომელიმე ცოცხალი არ იყო. მე დავუძახე ლილის, დედამთილს. მანდ ოთახები ისეთ სიახლოვესაა, ისეთი ცოცხალი დერეფანია… დავუძახე ლილის და არავინ გამომხმაურებია. ხალხი რეალურად მაშინ გამოვიდა, როცა ომარი დავინახე შუქზე, რომ იყო განადგურებული. მე ისე წამომიყვანეს მაგ კორპუსიდან, რომ არც მითხრეს, რომ ჩემი შვილი იქ აღარ იყო. რატომ მომატყუა ყველამ და პროცესზე მერე ყველა დამიპირისპირდა, რისთვის გააკეთეს ეს?
მე სანამ ოთო ბერძენიშვილს(მეგობარი) დავურეკე, ჯერ ლანას(და) დავურეკე, შემდეგ- დედაჩემს. არც ერთს ჰქონდა ტელეფონი ჩართული. ოთოსთან მე ერთხელ დავრეკე, არ მიპასუხა და მას შემდეგ ჩემი ტელეფონი ხელში ეჭირა შორენა პეტრიაშვილს(მეზობელი). მე რომ გონება დავკარგე და გიორგი რუსიშვილმა(მეზობელი) მის სახლში შემიყვანა, მერე მომიტანა შორენამ ტელეფონი და მითხრა უცხო ნომერი რეკავსო. ოთომ გადმომირეკა, რა ხდებაო მკითხა და გადავეცი ჩვეულებრივად, რომ ომარი გარდაცვლილია და რაღაც საშინელება მოხდა-მეთქი. ვტიროდი, თავზე მედგა სასწრაფოს ექიმი და მეუბნებოდნენ, რომ თოკოსთვის აკეთებდნენ ყველაფერს.
მე არაფერი მაქვს დასამალი. ბერძენიშვილთან მე აღნიშნულ ინტიმურ ურთიერთობამდე, რაც მოტივად დადეს, და ჩვენ არ გვქონია რაიმე ინტიმური ურთიერთობა, რომ რაიმე მომავალი დაგვეგეგმა, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრობა გვაკავშირებდა. არ ვიცი მე სტატისტიკურად როგორაა, თუ ქალები მეუღლეებს და შვილებს ხოცავენ მამაკაცების გულისთვის, ჩვენ ინდივიდები ვართ, მე მაგდა პაპიძე ვარ და ჩემი შვილი ჩემ მკერდზე გავზარდე და ოთო კი არა, ღმერთი ვერ ჩამინაცვლებდა ჩემი ქმარ-შვილის სიყვარულს.
ეს მოხდა წამების გამო, დღევანდელ პოლიციურ რეჟიმს აქვს ასეთი მიდგომა დაკითხვისას. მე წამების მსხვერპლი ვიყავი მათგან ჯერ კიდევ მოწმის სტატუსით როცა ვიყავი, ითხოვდნენ ოთოზე ხელის დადებას. მიდის გამოძიება ამასთან დაკავშირებით, მაგდა პაპიძის მიმართ პოლიციას პირადი ჟინი არ ჰქონდა, ზედმეტი მოუვიდათ. მე ფეხზე დგომაც კი მიჭირდა, ისეთ დღეში ვიყავი. ასეთ მკვლელობას პრაგმატულად არავინ იძიებს, რამდენი მკვლელობა მოხდა და დაილუქა შემთხვევის ადგილები. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ არ იყო ადგილი მიცვალებულთა დასასვენებლად. ჩემი და იყო, ვინც ითხოვდა სიმართლეს და ლანა დაასვენებდა ორივეს, მაგრამ არ გააკეთეს ეს.
მე ორი ვერსია მაქვს. პირველი ის, რომ ომარს ბოლოს ურთიერთობა ჰქონდა ერთ გარკვეულ პიროვნებასთან, ქალთან. ეს ქალი თითქმის მისი დედის ტოლი იყო, მე იმას არ ვამბობ, რომ ის ომარის საყვარელი იყო. მე არ მინახავს ისინი ერთად, ერთ ლოგინში. ომარი არ მიმჟღავნდებდა მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა. არ ამოიღეს ასევე ომარის მეორე ტელეფონი და ჩემმა დამ დაადასტურა პროცესებზე, რომ მას ჰქონდა მეორე ტელეფონი, გაქრა ეს მეორე ტელეფონი. მეორეც, სადარბაზოში ნაპოვნია წითელი ფერის თმა და მე ნანახი მყავს ეს ქალი და ვიცი, რომ ეს თმა არის იმ ქალის, პროკურატურამ დამალა ეს. მე არ ვიცი ომარს რისთვის ჰყავდა ეს ქალი ან დაქირავებული ან ზოგადად, რა კავშირი ჰქონდათ. ამოღებულია ისიც, რომ ომარი საბურთალოზე ქირაობდა ბინას. რატომ ქირაობდა ომარი ბინას ერთი ღამით? რეალურად მათ ჰქონდათ რაღაც კავშირი ან თუ არა, და შეიძლება ამ ქალის მეუღლემ გაიგო რაიმე.
მეორე ვერსია არის ის, რომ ჩემი მაზლის მეგობარი ბიჭი იყო, ვინც იმ საღამოს ომარს დაურეკა. სახლიდან გავიდა და აღარ შემოსულა. რატომ დამალეს ეს ცოცხალი მოწმე და რატომ არ დაკითხა პროკურატურამ, რა მოხდა, რატომ გაჰქონდა ომარს სახლიდან ფული.
მათ სჭირდებოდათ ცხელ კვალზე გახსნილი ე.წ. დანაშაული, თვის ბოლოს აღებული პრემიების სახით. მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ვიყავი ნაწამები. ამას ფარდა აეხდება, – განაცხადა მაგდა პაპიძემ სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანთან.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში მაგდა პაპიძე მცირეწლოვანი შვილის და ქმირს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ხოლო მოსამართლემ კი უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.