ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა

„ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. პარლამენტმა მის კანდიდატურას კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარა,

კობახიძის კანდიდატურას 101-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტის ამავე გადაწყვეტილებით, კობახიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუჩერდა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ წარადგინა.

 

იტვირთბა....