9 თებერვლიდან კახეთის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 9 თებერვლიდან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ამინდი დღეს, დღის მეორე ნახევრიდან შეიცვლება.
ხვალ დღისით ჰაერის ტემპურატურა +2 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით – 3 გრადუსამდე დაეცემა. უამინდობა რეგიონში 14 თებერვლამდე გასტანს. 15 თებერვლიდან რამდენიმე დღე გამოიდარებს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ტემპერატურა მოიმატებს და 12 გრადუსამდეც კი იქნება. თბილისში კი ტემპერატურა 9 გრადუსამდე მოიმატებს.