თელავში 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც დაკარგული იყო, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში „მეტრონომს“ დაუდასტურეს.
როგორც შშს-ში განგვიცხადეს, მამაკაცი 25 იანვარს დაიკარგა, მის გვამს კი 6 თებერვალს მიაკვლიეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მამაკაცი პირუტყვის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.
„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ცხედარი, ტყეში იპოვეს. პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.