საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ტელეკომპანიაში დასაქმებული ადამიანების შრომის უფლებებთან დაკავშირებით ტელევიზიის დირექტორთან შეკითხვები აქვთ.
დღეს ისინი შეხვედრას მართავენ და თათბირობენ ვასილ მაღლაფერიძის გეგმის განხილვა როგორე უნდა მოხდეს. სამეურვეო საბჭოს წევრები გეგმის დეტალებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, რადგან მათ ჯერ დეტალებზე დისკუსია არ ჰქონიათ.
„ჩვენ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით გავხსენით დისკუსია. განსჯა გვჭირდება ამასთან დაკავშირებით, მოვისმენთ ყველა არგუმენტს და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, მძიმე მაგრამ კარგი, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.
თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და არის კიდევ სხვა ვარიანტი, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ.
სამეურვეო საბჭოს წევრები ბევრი შეკითხვის დასმას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ მაღლაფერიძისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ.