ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა

თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობელიდან გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

როგორც შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....