“ბავშვთა სამყაროს” დამწვარი შენობიდან “ოქროს ბირჟის”დაზარალებულებს ხანძრის შედეგად გადამდნარი ძვირფასეულობა გამოაქვთ. როგორც “ოქროს ბირჟის” კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ რადიო “თბილისთან” ინტერვიუში განაცხადა, სამართალდამცველები ადგილზე აწარმოებენ აღრიცხვას, ვიდეოგადაღებას და დაზარალებულთა გამოკითხვას:
“ჩვენთან (“ოქროს ბირჟაზე”) მუშაობდა 300 ადამიანი, მაგრამ მეორე ბირჟაც იყო მიბმული, სადაც 150 ადამიანი მუშაობდა. 270 საცავი იყო. დანარჩენებს დახლზე ჰქონდათ ძვირფასეულობა. დახლზე ძირითადად დამდნარია ოქრო. “ოქროს სამყაროს” ადმინისტრაცია ვერ დაეხმარება მოვაჭრეებს. თუ ახალ სავაჭრო ობიექტს გავაკეთებთ, იქ დავასაქმებთ მათ. კონტრაქტში ეწერა, რომ ძვირფასი ნივთები დახლზე არ უნდა დაეტოვებინათ. ხანძარი დაიწყო შენობის გარეთ. უყურადღებობა იყო თუ რა, ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მთელი შენობა დაიწვა. მიზეზს გამოძიება დაადგენს”-განაცხადა მარიამიძემ რადიო “თბილისთან”.