ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ოქროს სამყაროს” მოვაჭრეთა ნაწილის განცხადებით, მათი ძვირფასეულობა განადგურებულია

”ოქროს სამყაროს” მოვაჭრეთა ნაწილმა დამწვარ შენობაში შესვლისა და საკუთარი დახლების დათვალიერების შემედეგ განაცხადა, რომ  მათი კუთვნილი ძვირფასეულობა სრულად განადგურებულია:

”სრულად განადგურებულია ძვირფასეულობა. შეუძლებელია იქიდან რაიმეს ამორჩევა, ჩაწოლილია იატაკი. რაც შეეხება ზარალს რამდენიმე ათეულ ათასზეა საუბარი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან  ერთ-ერთმა მოვაჭრე, ლუიზა შოთაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დამწვარი “ბავშვთა სამყაროს” შენობის ტერიოტირაზე, სადაც  ”ოქროს სამყარო” იყო განთავსებული,  მოვაჭრეებს საკუთარი ნივთების გამოტანის საშუალება მიეცათ.

იტვირთბა....