ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასობრივი საპროტესტო მანიფესტაცია ბუქარესტში

რუმინეთის ქუჩებში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით  ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის განკარგულებას რომელიც კორუფციაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების ამნისტიას ითვალისწინებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში გამართილ დემონსტრაციებში 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული საპროტესტო აქცია, ბოლო 6 დღის განმავლობაში ჩატარებული საპროტესტო მანიფესტაციებს შორის, 1989 წლის შემდეგ ყველაზე მასობრივი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გააუქმა ის სკანდალური განკარგულება, რომელიც კორუფციაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების ამნისტიას ითვალისწინებდა, ბუქარესტის ქუჩებში პროტესტის ტალღა მაინც არ ცხრება.

 

იტვირთბა....