დედაქალაქის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანია ”თელასში” აცხადებენ, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლების ნაწილს.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ბაშალეიშვილის და ალეკო შენგელაიას ქუჩების აბონენტებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.