ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ნაძალადევის რაიონში, ურდიას ქუჩაზე N183-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან დაზიანება სამანქანო გზაზეა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივ შეფერხებას იწვევს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც, დღეს, 10:00-დან ხვალ, დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება მუხრანის და ჟორდანიას ქუჩებს და შესახვევებს; თიანეთის, გლინკას, შენგელაიას, ბოგვის, ლიახვის, ურდიას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

ჩუღურეთის რაიონში შეწღუდვა ხუდადოვის N137-ის სამხედრო კორპუსებს; რეხის ქუჩებს; ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო ისნის რაიონში თელავის ქუჩის ნაწილს; წინანდლის ქუჩას და შესახვევებს; სამრეკლოს, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად; მეტრომშენის დასახლებას და მოსკოვის გამზირს შეეხება.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

იტვირთბა....