ასწლოვანი ხის, „მაგნოლიას“ გადატანის დროს გამართულ აქციაზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე დააკავეს. შემთხვევა ბუკნარში მოხდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. გამოძიება 173- მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.