გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში გრძელიშვილებმა საკუთარ ნაკვეთზე მიწის დამუშავების დროს არქიტექტურულ ფრაგმენტებს მიაკვლიეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. ადგლზე ნაპოვნია ადამიანის ძვლებიც. ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ აღმოჩენილი მასალები შუა საუკუნეების დროინდელი ნამოსახლარი ან ეკლესია იყოს. ამ ფაქტით უკვე დაინტერესდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახური და უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აღმოჩენლი მასალების შესწავლა მოხდება.
იტვირთბა....