ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში ბრაკონიერებისგან დაჭრილ შველს სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.
თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.