ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება შეაჩერა, ტრამპი მის კვლავ აღდგენას აპირებს

 

იმ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც დონალდ  ტრამპმა ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა,  შეერთებულ შტატებში ჩასვლა შეუძლია.  ეს განცხადება აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც სიეტლის სასამართლომ დონალდ ტრამპის ბრძანებულების მოქმედება შეაჩერა.
თავის მხრივ,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ სასამართლოს იმ დადგენილებას გააუქმებს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ მის მიერ გამოცემულ განკარგულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩერებს:

„ამ ე.წ. მოსამართლის მოსაზრება ძალიან სამარცხვინოა და აუცილებლად გაუქმდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიხედვით, შვიდი მუსულმანური სახელმწიფოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ამერიკაში შესვლა აეკრძალათ.

იტვირთბა....