ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ

,,ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები  მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დახმარება და პრობლემების გადაჭრის რეალური შეთავაზებაა.  აქციას ორგანიზატორი “ადვოკატთა ასოციაციაა”. ასევე, აქციაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელსაც ელოდებიან.

„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ 10 დღის განმავლობაში ამ ხალხის ზარალის დათვლა და ანაზღაურება არ მოხდა, თუ ამ ადამიანების არ მიეცათ იმის საშუალება, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა იმავე ადგილზე, ფართომასშტაბიან აქციებს მივმართავთ. იქ გაწმენდას, მაქსიმუმ, 10 დღე უნდა. უნდა შეწყდეს მილიონების სისულელეში გადახდა ვიღაც ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, როცა არის ქვეყანა გაჭირვებული. კარ-კარ ვივლით, მთელ საქართველოს გამოვიყვანთ ქუჩაში, რამდენიმე ქალაქში გავაკეთებთ აქციას,“ – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ბავშვთა სამყაროს” შენობა ხანძრის შედეგად განადგურდა.

იტვირთბა....