“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” რეორგანიზაციის დაწყებისა და გადაცემების დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე, ია ანთაძე ეხმაურება. მისი თქმით, მიმდინარე რეორგანიზაციაზე დეტალური ინფორმაცია ორშაბათს გახდება ცნობილი:
„სანამ არ იქნება კომპლექსურად წარმოდგენილი აი ეს გეგმა, მანამდე აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას და ორშაბათს უნდა დაველოდოთ ყველა. ვერ ვაკეთებ ახლა კომენტარს იმიტომ, რომ არაფრის უარყოფას ან დადასტურებას აზრი არ აქვს,“ – აღნიშნა ია ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მოსალოდენელი ცვლილებებისა და მასობრივი გათავისუფლებების შესახებ ინფორმაციას კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” ავრცელებს.