პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნების გაჩენის თანავე, პრეზიდენტი ვითარებით ყოველთვის ინტერესდებოდა.
ჩიხრაძის თქმით, მარგველაშვილი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე, ინფორმაციის მოძიებაში აქტიურად ჩაერთვება.
„ ყველა იმ ღონისძიებაში რომელიც საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს. როდესაც მოსამართლეები გარკვეულ ზეწოლაზე საუბრობენ, ეს უბრალოდ მითქმა-მოთქმა აღარ არის, ეს არის ოფიციალური პროცესი და პრეზიდენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო. .