ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გეგმა აქვს ქალბატონს, რომელმაც მილიონ ლარზე მეტი მოიგო: “მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ

ლატარეის მორიგი გამარჯვებული, თინათინ გიორგობიანი, რომელმაც 31 იანვარს ჯეკპოტი, 1 380 345 ლარი მოიგო, “მეტრონომს” ექსკლუზიურად ესაუბრა:

“მეტრონომი”: ქალბატონო თინათინ, თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი თავი და ოჯახი.

თინათინ გიორგობიანი: ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორი, კლასიკურ ფილოლოგიაში.  მყავს დისშვილები და ძმისშვილები.

-დიდი ხანია თამაშობთ ლატარეას?

–  დიახ და ვცდილობდი ყოველ კვირა თუ არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც მეთამაშა,  რადგან, რომ ვხედავდი ეს კომპანია,  ერთი შეძენილი ბილეთითაც კი, სხვებს როგორ ეხმარებოდა, მოტივაცია  მეტი მქონდა.

-თუ იყავით ტელევიზორთან იმ დროს, როცა მომგებიანი რიცხვები გამოცხადდა?

-დიახ, ვუყურებდი პირდაპირ ეთერს და ვერ დავიჯერე, რაც გამოცხადდა. ვიფიქრე რომ ეს მე არ მეხებოდა. საერთოდ არ მინდოდა კომპანიაში მისვლა. დღეს ცოტა გამოვიხედე…

 

-გარშემომყოფები როგორ შეხვდნენ ჯეკპოტის მოგებას?

-დისშვილთან ერთად ვცხოვრობ. ისიც გაოგნებული იყო და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი ლატარეის კომპანიაში. მე არ მინდოდა და ვთხოვდი, თვითონ მისულიყო, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი.

-როგორ აპირებთ მოგებული თანხის დახარჯვას, რა გეგმა გაქვთ, რისი გაზიარებაც შეგიძლიათ?

-ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ ვარ. ლოტოს თამაში რომ დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ბევრს დავეხმარებოდი. მოგეხსენებათ, ძალიან ჭირს წიგნების გამოცემა. მეც გამოვცემ, სხვასაც გამოვაცემინებ. ჩემ გარშემო მყოფებს, თუ დასჭირდებათ, ყველანაირად დავეხმარები. ქველმოქმედებაა ჩემი გეგმა, გარდა იმისა, რომ  ოჯახის წევრების და ახლობლების გვერდით ვიქნები.

-პირველი შენაძენი რა იქნება?

– აუცილებლობას ამჟამად არაფერი წარმოადგენს ჩემთვის, გარდა იმისა, რომ ჩემ ნაშრომს გამოვცემ უახლოეს მომავალში. დანარჩენზე ჩამოვყალიბდები. რაც მთავარია, ლატარეის თამაშის გაგრძელებას ვაპირებ.

 

შეგახსენებთ, რომ როგორც “მეტრონომს” ლატარეის ეროვნულ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა,  ანა იასეშვილმა განუცხადა, გამარჯვებულია თინათინ გიორგობიანი, თბილისიდან. მას დაუდასტურა მოგება. მოგებული თანხა შეადგენს 1 380 345 ლარს. აღნიშნული თანხა გათამაშდა 31 იანვარს, ლოტოს 735-ე გათამაშებაში.

 

https://www.youtube.com/watch?v=663L79Sso3Y

იტვირთბა....