სულ რამდენიმე წუთის წინ, ლატარეის ეროვნულ კომპანიას გამარჯვებულმა მიაკითხა, რომელმაც 31 იანვარს 1 380 345 ლარი მოიგო. ამის შესახებ “მეტრონომს” ექსკლუზიურად კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანა იასეშვილმა განუცხადა:
“გამარჯვებულია თინათინ გიორგობიანი, თბილისიდან. მას დაუდასტურა მოგება. ეს გახლავთ რიგით მე-17 ჯეკპოტი. მოგებული თანხა შეადგენს 1 380 345 ლარს. აღნიშნული თანხა გათამაშდა 31 იანვარს, ლოტოს 735-ე გათამაშებაში. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მომგებიანი რიცხვები, რომელიც ქალბატონმა შეავსო, ძირითადად, მან აირჩია დაბადების დღის რიცხვების მიხედვით. საქართველოს ლატარეის კომპანია ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს, რის მიხედვითაც, მომხმარებელი ერთი ბილეთის ყიდვის შემთხვევაშიც ამ პროექტში ერთვება და როგორც პირად საუბარში განაცხადა ქალბატონმა თინათინმა, მისთვის მოგებასთან ერთად ესეც საინტერესო იყო. მისი განცხადებით, მუდმივად, რეგულარულად, ყიდულობდა ორ ბილეთს. შესაბამისად, ეს გათამაშება უკვე იღბლიანი აღმოჩნდა. მას ორ კვირაში ჩაერიცხება მოგებული თანხა.
“მეტრონომი”: რა თანხა ეჭრება გამარჯვებულს მოგებული ჯეკპოტიდან და რატომ?
-რაც არსებობს სახელმწიფო გადასახადი, 20 პროცენტი, შესაბამისად იბეგრება, დანარჩენი თანხა პირად ანგარიშზე უფისიქრდება მოგებულს. ”
“მეტრონომი” უახლოეს მომავალში გამარჯვებულის კომენტარსაც შემოგთავაზებთ.