“ბავშვთა სამყაროსთან“ შეკრებილი მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან, – ამის შესახევ მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირველ საათამდე მათ “ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხვდებიან და არ შეიყვანენ საკუთარი ნივთების გამოსატანად, მაშინ ისინი თბილისში ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
„ოქროს სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან ის მოვაჭრეები, რომლებსაც საკუთარი ნივთები და ძვირფასეულობა დახლებზე ჰქონდათ და ამ დრომდე არ ეძლევათ შენობიდან მათი გამოტანის საშუალება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ მთლიანად დაიწვა. მასთან ერთად დაიწვა მისი მიმდებარე სავაჭრო ზონა.