შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად, მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კახა სამხარაძე დაინიშნა.
კახა სამხარაძე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
ახალ გუბერნატორის განცხადებით, შიდა ქართლი საკმაოდ რთული რეგიონია იქედან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, უამრავი დევნილი ცხოვრობს ამ რეგიონში და საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.
კახა სამხარაძემ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეცვალა. ოქრომელიძე 8 თვის განმავლობაში ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას.